ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ

აგვისტო 11 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შედეგების მიღების შემდეგ, საქმეში ბრალდებულ პირებს ბრალი დაუმძიმდათ.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე არჩილ ტატუნაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და წამებაში ბრალდებულ ალიკ ტაბოევს და დავით გურწიევს ბრალი დამატებით, 2 ქვეპუნქტით წარედგინათ.

კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და 25-144 პრიმა მუხლის მე მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთის გაადვილებას და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ადამიანის წამებას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

შეგახსენებთ, არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ბრალდებულ პირებს ალიკ ტაბოევს და დავით გურწიევს მიმდინარე წლის 13 ივნისს დაუსწრებლად წარედგინათ ბრალი საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ასევე, 25-144 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ თავისუფლების არაერთგზის უკანონო აღკვეთაში თანამონაწილეობას, მის აღსრულებას და წამებას გულისხმობს.
ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის მიზეზების შესახებ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს კომისიურ დასკვნაში წერია, რომ არჩილ ტატუნაშვილის სხეულზე დაზიანებები უნდა შეფასდეს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის, რასაც სიკვდილი მოჰყვა. დასკვნა ცნობილი 10 აგვისტოს გახდა.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი საქართველოში დაღუპვიდან რამდენიმე კვირის შემდეგ გადმოასვენეს. ამის მიზეზად კი ცხინვალის დეფაქტო მთავრობა ექსპერტიზას ასახელებდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ გადმოსვენებულ ცხედარს ორგანოები აკლდა, რის გამოც დაღუპვის ზუსტი მიზეზის დადგენა რთულდებოდა. ქართულმა მხარემ არაერთხელ მოუწოდა რუსეთსა და დეფაქტო სამხრეთ ოსეთს ორგანოების დაბრუნების შესახებ.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს ბრალი დაუსწრებლად 14 ივნისს წაუყენა. 15 ივნისს კი დავით გურწიევსა და ალიკ ტაბოევს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. დანაშაული სასჯელად თექვსმეტიდან ოც წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

Read 974 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი