ბადრი ხუციშვილი: ჩუმად ვიპარებოდით, დაჭრილები გამოგვყავდა და სარდაფში ვმალავდით

აგვისტო 11 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

შინდისში მცხოვრები ბადრი ხუციშვილი 2008 წლის 11 აგვისტოს იხსენებს. ის რუსული აგრესიის უშუალო შემსწრეა.

როგორც ამბობს, მაშინ თანასოფლელებთან ერთად ცდილობდა დაჭრილებისთვის სიცოცხლე შეენარჩუნება. ისინი საკუთარი სახლის სარდაფში მიჰყავდა, პირველად სამედიცონო დახმარებას უწევდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადების მოსვლამდე უვლიდა.

მას კარგად ახსოვს, როგორ ებრძოდა 17 ქართველი სამხედრო  500-მდე ჯავსანტექნიკით შეიარაღებულ რუს ჯარისკაცს.

ბადრი ხუციშვილი იხსენებს, როგორ გამოჩნდნენ შეტაკებამდე 2 საათით ადრე რუსული ტანკები, ქართული დროშებით და ჩასაფრდნენ ძველი რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიზე. მისი ვარაუდით, ქართული ჯარი საქართველოს დროშებმა მოატყუა და მტრის დაგებულ მახეში აღმოჩნდა.

“11 აგვისტოს ომი რომ დაიწყო სოფელში და ყველა გაიქცა, რამდენიმე მეზობელთან ერთად დავრჩი სოფელში. მაშინ “მანტიორიც" ვიყავი, გენერალიც და პოლკოვნიკიც. როდესაც გავიგეთ, რომ სენაკის ბრიგადა იყო ალყაში, ვცდილობდით დაჭრილები გამოგვეყვანა და ჩვენს სარდაფებში დაგვემალა. სასწრაფოს მოსვლამდე ყველაფერს ვაკეთებდით იმ ბიჭების გადასარჩენად. რუსებმა გასასვლელები ჩახერგეს და ააფეთქეს ჩვენების მანქანები. ჯერ ხომ დახოცეს ჩვენი ბიჭები რუსებმა, შემდეგ დაწვეს, ზედვე მანქანებზე. საშინელი სანახაობა იყო. გარშემო სულ მიცვალებულები იყვნენ, ზოგი დჭრილი იყო. ოღონდ ახლოს აღარ მოდიოდნენ რუსები, გზაზე იდგნენ გარშემო, ჩვენ ჩუმად ვიპარებოდით და დაჭრილები გაგვყავდა. ამას ღამე ვაკეთებდით. ხან შენობების უკან ვმალავდით და ღამე ადიელებში გახვეულებს ვიპარავდით და ჩუმად გაგვყავდა მოსავლელად“, -გვიყვევა ბადრი ხუციშვილი.

ბადრი ხუციშვილი  სენაკის საინჟინრო ბატალიონისთვის გაწეული დახმარებისთვის პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა. თავდაცვის და ჯანდაცვის მინისტრებმა კი - მადლობის სიგელებით.

Read 1980 times Last modified on Last modified on აგვისტო 11 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი