რუსეთის მოსახლეობის 80 პროცენტი მიიჩნევს, რომ სამხრეთ ოსეთის აღიარება გამართლებულია

აგვისტო 11 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრმა 2018 წლის 6 აგვისტოს გამოკითხვა ჩაატარა. გამოკიუთხვის შედეგებზე მასალას "კომერსანტი" აქვეყნებს. 

გამოკითხვების შედეგების მიხედვით, რესპონდენტების 80% მხარს უჭერს რუსეთის ხელისუფლების მიერ სამხრეთი ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილებას. წინააღმდეგი გამოკითხული რუსების მხოლოდ 9% იყო, – წერს „კომერსანტი“.

გამოცემის ცნობით, 2008 წლის ომის შედეგ საქართველოში მიმდინარე მოვლენებისთვის თვალ-ყურის დევნებას გამოკითხვის მონაწილეთა მესამედზე მეტი (36%) აგრძელებს. რესპონდენტების 81%-ს მიაჩნია, რომ რუსეთი სწორად მოიქცა, როდესაც 2008 წელს სამხრეთ ოსეთის აღიარებას მხარი დაუჭირა.

გამოკითხულების 31%-ს მიაჩნია, რომ დღეისთვის რუსულ-ქართული ურთიერთობები ნორმალიზებულია. საქართველოსთან ურთიერთობას ნელ-თბილი უწოდა 29%-მა, 7%-მა კი ის დაძაბულად შეაფასა. გამოკითხვის მონაწილეთა კიდევ 7%-მა საქართველოსთან ურთიერთობა შეაფასა, როგორც კეთილმეზობლური და მეგობრული.

გამოკითხვა 18 წელიწადზე უფროსი ასაკის 1,6 ათას რესპონდენტს შორის ჩატარდა. გამოკითხვის მეთოდი სატელეფონო ინტერვიუ იყო. სტატისტიკური ცდომილება 2, 5 %-ს არ ცდება.

Read 687 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი