დიცში მცხოვრები: არცერთ მტკაველ მიწას არ დავუთმობთ

აგვისტო 10 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

“ბევრი ვიბრძოლეთ და ერთი, 20 მეასედი მიწა დავატოვინეთ“, - სოფელ დიცში, გამყოფ ხაზთან მცხოვრები 85 წლის ვენერა ედიშერაშვილს, აგვისტოს ომიდან 10 წლის შემდეგ, ოკუპაციასთან ბრძოლა ყოველდღიურად უწევს.

მისი ეზოდან რამდენიმე მეტრში საოკუპაციო ბანერი დგას და მავთულხლართია გაბმული. 


“დავუთმოთ ჩვენი მშობლიური მიწაა? არ დავუთმობთ, ერთ მტკაველსცა არ დავუთმობთ“, - ამბობს მოხუცი.

ვენერა ედიშერაშვილი 2008 წლის აგვისტოსაც იხსენებს და ამბობს, რომ მასთან მისულმა რუსმა ჯარისკაცებმა მთელი ღამე ღია ცის ქვეშ გაათენებინეს

“აქ იყვნენ მოსულები, 10 ჯარისკაცი იქნებოდა, ზოგი პატარა ბავშვი იყო, ავტომატს ძლივს ერეოდა, ფეხებთან დასთრევდათ, სახლში შევარდნენ, ყველაფერი წაიღეს, თუ რამე მოეწონათ, ძროხები წაიყვანეს, ღორები, ქათმები დახოცეს, ტყავი გადააცალეს და ისე წაიღეს. მთელი ღამე ეზოში გამათენებინეს, სახლში არ შემიშვეს“, - იხსენებს ვენერა ედიშერაშვილი.

Read 1313 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი