2008 წლის 9 აგვისტოს რუსეთის ავიაციამ საქართველო 28-ჯერ დაბომბა

აგვისტო 09 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

2008 წლის 9 აგვისტოს რუსულმა სამხედრო ავიაციამ გორი დაბომბა. 


ჭურვები კომბინატისა და ვერხვების დასახლებაში ჩამოვარდა, დაიღუპნენ სამხედრო მოსამსახურეები და მშვიდობიანი მოქალაქეები. 

სუხიშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსებს პირველი ბომბი დაახლოებით დილის 11 საათზე დაეცა, არის მსხვერპლი. პარალელურად იბომბება გორის რაიონის სოფლები, კარბი, ვარიანი, მერეთი და ქერე

9 აგვისტოს რუსეთის მოიერიშე თვითმფრინავებმა საქართველოს წინააღმდეგ 28 თავდასხმა განახორციელა. წინა დღესთან შედარებით 35 ნაკლები საჰაერო იერიში მიიტანა. ეს კლება, სავარაუდოდ, იმ დანაკლისმა გამოიწვია, რომელიც 8 და 9 აგვისტოს რუსეთის საჰაერო სამხედრო ძალებს საქართველოს საჰაერო თავდაცვამ და “მეგობრულმა ცეცხლმა“ მიაყენა.

Read 743 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი