Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 09 აგვისტო 2018 12:11

გასიევი: სამხრეთ ოსეთი რუსული სამყაროს ნაწილია

Rate this item
(0 votes)

"საქართველოს ნატო-ში შესაძლო გაწევრიანება საფრთხეს უქმნის რუსულ სამყაროს, რომლის ნაწილიცაა სამხრეთ ოსეთი", - ამის შესახებ რუსეთში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ელჩმა ზნაურ გასიევმა განაცხადა.

 

"რაც შეეხება საქართველოს ნატო-ში შესაძლო გაწევრიანების შედეგებს, აბსოლუტურად მკაფიოდ მესმის, რომ ნატო-ს გაფართოება რუსული სამყაროს წინააღმდეგ ხორციელდება, ხოლო სამხრეთ ოსეთი ამ სამყაროს ნაწილია“, - განაცხადა ე.წ. ელჩმა. 

მისივე თქმით, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება არ შეიძლება შეფასდეს, როგორც დადებითი ფაქტი. 

აღსანიშნავია, რომ 11-12 ივლისს ბრიუსელში გამართულ ნატო-ს სამიტზე ალიანსის ლიდერებმა განაცხადეს, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება.

Read 1389 times