2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილე ექიმები ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ

აგვისტო 08 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

2008 წლის აგვისტოს ოში მონაწილე გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალის სამედიცინო პერსონალი ღირსების ორდენითა და მადლობის წერილით დაჯილდოვდა.

სამხედრო ჰოსპიტალის ექიმებს ღირსების ორდენი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი ვაჟკაცობის, თავდადებისა და პროფესიული მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის გადასცა. ღირსების ორდენები მიიღეს: ზაალ გაბაშვილმა (სიკვდილიდ შემდეგ), გიორგი გელდიაშვილმა, ვასილ გორგაძემ (სიკვდილიდ შემდეგ), დავით მაკარაძემ, ნინო ქადეიშვილმა (სიკვდილის შემდეგ), ნანული მაკრახიძემ და მედიკო მამუკაშვილმა.

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაალ კაპანაძემ მედიკოსებს სიტყვით მიმართა და აგვისტოს ომის დროს მათ ღვაწლზე გაამახვილა ყურადღება. მან ასევე, მადლობა გადაუხადა ყველა სამხედრო ექიმს, რომელმაც სამშობლოს დაცვისას გმირობა გამოიჩინა.

სამხედრო სამედიცინო დაწესებულებაში სტუმრობისას საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაალ კაპანაძემ და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა შალვა ჯაბახიძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მედიკოსების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპული ექიმების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.

საქართველოს პრეზიდენტმა, დავით სერგეენკომ და ზაალ კაპანაძემ საერთაშორისო მისიებში მყოფი ჯარისკაცებიც მოინახულეს, რომლებიც რეაბილიტაციის კურსს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადიან.

Read 926 times Last modified on Last modified on აგვისტო 08 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი