გორში ორმა არასრულწლოვანმა მობილური ტელეფონების მაღაზია გაქურდა

აგვისტო 08 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

შემთხვევა გუშინ ღამით, წმინდაწყლის დასახლებაში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ორმა არასრულწლოვანმა 8 ცალი მობილური ტელეფონი მოიპარა. პოლიციის თანამშრომლებმა ერთი მათგანი მალევე ამხილეს და 6 მოპარული ტელეფონი ნივთმტკიცებად ამოიღეს. მეორე არასრულწლოვანის ვინაობის დასადგენად კი მიმდინარეობს გამოძიება. 

ასაკიდან გამომდინარე, პოლიციის თანამშრომლებს ქურდობაში მხილებული არ დაუკავებიათ.

შსს პრესსასამსახურში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 - ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს.

Read 1202 times Last modified on Last modified on აგვისტო 08 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი