გორში ცენტრალურ ქუჩას სახელი "გადაარქვეს"

აგვისტო 08 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორში სტალინის ქუჩაზე მდებარე რამდენიმე სახლს მისამართი "შეუცვალეს".

შინდისის გმირების ქუჩა - ასეთი აბრები ცენტრალურ ქუჩაზე რამდენიმე ადგილას, 8 აგვისტოს, გამთენიისას გამოჩნდა. აქტივისტების ჯგუფი ამბობს, რომ დღევანდელ დღეს ამის გაკეთებას სიმბოლური და ამავდროულად, პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა.

"ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის დიდი ბოროტება, რომელსაც საბჭოთა კავშირი ჰქვია და რომელმაც საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა წაართვა, სტალინმა შექმნა. მისი სამართალმემკვიდრე რუსეთი კი დღემდე ცდილობს ჩვენს დამონებას. ამის გამოვლინება იყო 2008 წლის ომი, რომელსაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სამშობლოსთვის თავი გაწირა შინდისში 17 ჯარისკაცმა. ჩვენ გვგონია, რომ სწორედ მათი ხსოვნა იმსახურებს უკვდავყოფას და დროა, ადამინებმა არჩევანი გავაკეთოთ, ვისთან ასოცირება გვინდა - ჩვენი დამოუკიდებლობის მტერთან თუ ჩვენი დამოუკიდებლობის დამცველებთან."

38735619 1982192145132550 957588380554625024 n

38694481 1978488885524237 2841507125597831168 n

38658542 307856169779062 4860200784748347392 n

38764136 1892628587709740 5305747291737423872 n

 

შეგახსენებთ, რომ ორი წლის წინ 8 აგვისტოს, აქტივისტების ჯგუფმა გორის ცენტრალური ქუჩაზე წარწერები "ამ ქალაქს რუსეთი ბომბავდა" გააკეთა.

 

Read 5676 times Last modified on Last modified on აგვისტო 08 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი