Back to Top
სამშაბათი, 07 აგვისტო 2018 14:08

ე.წ. დამოუკიდებლობის მე-10 წლისთავზე, ცხინვალში, პუტინი და ლავროვი დაპატიჟეს

Rate this item
(0 votes)

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. დამოუკიდებლობის მე-10 წლისთავის აღნიშვნის ცერემონიაზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დაპატიჟა.

ამის შესახებ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის ე.წ. ელჩმა, მარატ კულახმეტოვმა განაცხადა.

"სამხრეთ ოსეთმა დაპატიჟა რამდენიმე რუსი მაღალჩინოსანი, მათ შორის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი. ახლა მოსკოვში მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, თუ ვინ ჩავა ცხინვალში 26 აგვისტოს“, - განაცხადა კულახმეტოვმა.

Read 1516 times