გორთან მომხდარი ავარიის შედეგად ისრაელის 2 მოქალაქე დაშავდა

აგვისტო 06 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე გორთან ახლოს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მოძრავი ტაქსით ისრაელის ორი მოქალაქე გადაადგილდებოდა. ავარიის დროს დაშავდა ტაქსის მძღოლიც და ორი ტურისტიც. ავტომანქანის სამივე მგზავრი „გორმედშია“ მოთავსებული.

ისრაელის მოქალაქე ერთ-ერთი გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილურად მძიმეა. იგი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმების განცხადებით, ამ ეტაპზე ყველა ღონისძიება ტარდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დასარეგულირებლად და პაციენტის სიცოცხლეს ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება. დანარჩენი ორი დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია და ორივე მათგანი სტაციონარში განაგრძობს მკურნალობს .

Read 1382 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი