Print this page
ორშაბათი, 06 აგვისტო 2018 17:55

დავით რაზმაძე: მე და სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციაში ერთად ვიყავით

Rate this item
(0 votes)

“წინასწარ ვერ ვიტყვი, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი, პრეზიდენტობა რთულია. ამჟამინდელ პრეზიდენტზეც გვეგონა, რომ სხვანაირად წარმართავდა პროცესებს, თუმცა ასე არ მოხდა“, - ამ განცხადებით საკრებულოს თავჯდომარე დავით რაზმაძე სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენას გამოეხმაურა.

“სალომე ზურაბიშვილს მე ვიცნობ დადებით პიროვნებად, ერთად ვიყავით ოპოზიციაში 2007 - 2008 წლის პერიოდში. მაშინდელი საპრეზიდენტო არჩევნები ერთად გადავიტანეთ, მართალია, დავმარცხდით და რთული სიტუაცია იყო, თუმცა ხშირი ურთიერთობა გვქონდა. მას საკმაოდ დიდი საერთაშორისო გამოცდილება აქვს. დანარჩენს დრო გამოაჩენს“, - განაცხადა დავით რაზმაძემ

Read 1296 times