აგვისტოს ომის 10 წლის თავთან დაკავშირებით ღონისძიებებს ოპოზიციაც გეგმავს

აგვისტო 06 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 7 აგვისტოს, 11:30 საათზე, რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას, პატივს მიაგებს.

19 საათზე კი, სოფელ შინდისში ჩავლენ და სენაკის საინჟინრო ბატალიონის, 17 გმირის ხსოვნას, რომლებიც, 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისის რკინიგზის სადგურთან, რუსეთის არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპა, პატივს მიაგებენ.

“რთულია ომის გახსენება. რთულია, იმ ემოციის გადმოცემა, რაც მაშინ არსებობდა. იმ პერიოდში, თითქმის სულ სოფელში ვიყავი. როდესაც რუსები შემოვიდნენ, მხოლოდ მაშინ დავტოვე სოფელი. ეს დღეები ჩემთვის არის ტრაგედია, რადგან საქართველოს ოკუპაცია მოახდინა რუსეთმა და დღემდე აგრძელებს მცოცავ ანექსიას. ეს დღეები ამავდროულად არის ჩემთვის უდიდესი გმირობის და ვაჟკაცობის მაგალითი, ასევე მაგალითი ნათლიისა და ნათლულის გმირობის. არ მეგულება ადამიანი, ვინც 17 ვაჟკაცის უპრეცედენტო გმირობაზე არ სმენია. მართალია, ისინი 11 აგვისტოს დაეცნენ ბრძოლის ველზე, მაგრამ ომის თარიღის სიმბოლურ აღნიშვნას, მათ შორის შინდისში, 7 აგვისტოდან დავიწყებთ“, - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა", ბექა ქორჩილავამ.

Read 1079 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი