Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 03 აგვისტო 2018 16:28

ზაზა სარალიძე: პასუხი უნდა აგონ იმ პოლიციელებმა, რომლებიც გვანცა დოლუაშვილის დისკრედიტაციას ცდილობდნენ

Rate this item
(0 votes)

ზაზა სარალიძეს მიაჩნია, რომ იმ პოლიციელების მიმართ, რომლებიც რადიო "მოზაიკას" დირექტორის,  გვანცა დოლუაშვილის საქმეში მოწმეები იყნენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სამართლებრივი მოკვლევა უნდა დაიწყოს. 

“მე ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი სასამართლო პროცესის.მოსამართლემ მიიღო შესანიშნავი გადაწყვეტილება სიმართლის სასარგებლოდ.პოლიციელები იტყუებოდნენ და მე პირდაპირ მინდა შს სამინისტროს მივმართო, რომ აუცილებლად დაიწყონ ამ სამ პოლიციელსა და მათ უფროსებზე მოკვლევა, რადგან ცდილობდნენ გვანცას დისკრედიტაციას იმის გამო, რომ აქტიურადაა ჩართული სამოქალაქო პროცესებში“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

Read 2710 times