საინიციატივო ჯგუფ „მაროს“ განცხადება

აგვისტო 02 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საინიციტივო ჯგუფი „მარო“, მის წევრზე განხორციელებული ზეწოლის გამო, განცხადებას ავრცელებს.

ტექსტს რადო „მოზაიკა“ უცვლელად გთავაზობთ.

"გვანცა დოლუაშვილის, როგორც სამოქალაქო აქტივისტის საქმიანობა, რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლასაც გულისხმობს. ამ მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს, სამ წელზე მეტია, გვანცა ჩვენთან, საინიციტოვო ჯგუფ „მაროს“ წევრებთან ერთად გეგმავს და ახორციელებს.

9 მაისს ღიად მოივითხოვეთ კანონის „თავისუფლების ქარტია“ ამოქმედება, რომელიც სტალინის ქუჩისთვის სახელის გადარქმევასაც გულისხმობს. სწორედ ეს მოთხოვნა იქცა ჯგუფის წევრებზე აგრესიისა და ზეწოლის მიზეზი სოციალურ ქსელებში. ჩვენზე მომართულ აგრესიას ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი არათუ ანეიტრალებდა, ახალისებდა კიდეც. მუქარისა და შეურაცხყოფის ამ ფატებზე შსს-მ საქმე აძღრა, რომელსაც უკვე მეორე თვეა იძიებს.

საინიციტივო ჯგუფი „მარო“ ფიქრობს, რომ გვანცა დოლუაშვილის წინააღმდეგ საქმის წარმოება მიზანდ ისახავს მის დაშინებას და აქტიური სამოქალაქო და პროფესიული საქმიანობიდან ჩამოშორებას.

გვანცა დოლუაშვილს პოლიცია კანონის დარღვევაში მხოლოდ პოლიციელების ჩვენების საფუძველზე ედავება და მის „დანაშაულად“ კი სამოქალაქო პროტესტის გამომხატველ წარწერის გაკეთებას ასახელებენ.

ვფიქრობთ, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ის ფუნდამენტური ღირებულებაა, რომელსაც მხოლოდ ტოტალიტალური რეჟიმები უგულვებელყოფენ. სამოქალაქო აქტივისტი დამნაშავედ ასევე გამოჰყავს ცხინვალის დე-ფაქტო ადმინისტრაციას. აღნიშნული პრაქტიკა ჩვენ, როგორც დემოკრატიულმა სახელმწიფომ, არ უნდა გავიმეოროთ.

მოვითხოვთ, პოლიციამ საკუთარი რესურსები მიმართოს საზოგადოების საკეთილდღეოდ და არა - მისი აქტიური წევრების დასაშინებლად."

Read 840 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი