მეფეხური, ჩიჩილაკი და ცოტა რამ 14 იანვრის შესახებ

იანვარი 13 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ძველით ახალი წელი 13 იანვრის ღამეს 12 საათზე დგება და მას ჩვენს ქვეყანაში შორეული წარსულიდან აღნიშნავენ. დღესასწაულს სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახის ტრადიციები ჰქონდა. ყველაზე გავრცელებული და მნიშვნელოვანი კი მეკვლეობის და ჩიჩილაკის ტრადიცია იყო.

საქართველოში ძველით ახალი წლის ღამეს სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად, ხვდებოდნენ. ამის შემდეგ კი მეკლვლეობის მნიშვნელოვანი რიტუალი ტარდებოდა. მიუხედავად სხვადასხვა კუთხეში არსებული განსხვავებული ტრადიციებისა, მეკვლეს ტრადიცია ყველასთვის საერთოა. მეკვლე ანუ მეფეხური არის ადამიანი, რომელიც ახალი წლის დადგომის შემდეგ პირველი შეაღებს ოჯახის კარს. მეკვლეობის ტრადიცია საქართველოში შორეული წარსულიდან იღებს სათავეს. იყო პერიოდი, როდესაც მას საკრალურ მნიშვნელობასაც კი ანიჭებდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ სწორედ პირველი სტუმრის ,,ფეხზე’’ იყო დამოკიდებული, თუ რამდენად კარგი ან ცუდი იქნებოდა მომავალი წელიწადი ოჯახისთვის. მეკვლეობა სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციიდან იღებს სათავეს. ტრადიციულად, სტუმრის მიღება ოჯახის ღირსებად ითვლებოდა. ხოლო მეკვლე, უპირველეს ყოვლისა, სტუმარს ნიშნავს, რომელმაც გზა უნდა გაიკვალოს ოჯახისკენ და „ბედნიერი ფეხით“ ესტუმროს მას. მეკვლეს მიღების და მასპინძლობის შემდეგ ოჯახებში წინასწარ შეთანხმებული სტუმრობა იწყებოდა - ადამიანები ახალი წლის დღესასწაულის სიხარულს ერთმანეთს უზიარებდნენ.

ახალი წლის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი ჩიჩილაკია, რომელიც ძირითადად დასავლეთ საქართველოში იყო გავრცელებული. იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში ეს მორთულობა მცირე დეტალებით განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. ჩიჩილაკს თხილის ტოტებისგან თლიდნენ. გადმოცემის მიხედვით, თხილი ერთ-ერთ ყველაზე მოსავლიან მცენარედ ითვლებოდა. სწორედ ამიტომ თლიდნენ ჩიჩილაკს თხილის ხისგან. გრძელ თეთრ წვერიან ჩიჩილაკს ძვირფასი სამკაულებით, ტკბილეულით და ხილით რთავდნენ. ამით ბარაქისა და ულევი სიტკბოების სურვილებს გამოხატავდნენ.

ტრადიციები, რომლებითაც ძველით ახალი წლის მოახლოებას აღნიშნავდა მოსახლეობა, დღესაც გრძელდება. დღესასწაულის მოლოდინი 13 იანვრის ღამეს იწყება - 12 საათის მოახლოებას განსაკუთრებული განწყობით, სურვილებით და უკეთესის მოლოდინით ხვდებიან ადამიანები.

ამ დღეს გორის სოფლებშიც აღნიშნავენ. ქუჩებში გასაყიდად გამოტანილ ჩიჩილაკებსაც მრავლად შეხვდებით. 

 

 

Read 1279 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი