საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო: დოლუაშვილის საქმეში ბევრი კითხვაა

აგვისტო 01 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" - ს მედია პროგრამების მენეჯერის, მამუკა ანდღულაძეს შეფასებით, გვანცა დოლუაშვილის საქმეში ბევრი კითხვა არსებობს.

მისი განცხადებით, საინტერესოა, რატომ არ ეცადა პოლიცია მოეპოვებინა დამატებითი მტკიცებულებები და რატომ გახდა ცნობილი სავარაუდო სამართალდარღვევის შესახებ მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ.

"პირველ რიგში, კითხვის ნიშნებს ბადებს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია ცნობილი გახდა მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ. ამ დროს არც გახმაურებულა და რამდენად არის პრაქტიკა ამის შესახებ, რომ თვეების შემდეგ ვიგებთ. მეორე ის, რომ ასევე შეფასებითია იერსახის დამახინჯება, იგივე ასფალტის მხრივ. და მხოლოდ პოლიციელებთან დაკავშირებული ინფორმაცია, რატომ არ გამოკითხეს, დავუშვათ, მოწმე, რა თქმა უნდა, ბადებს კითხვებს, როდესაც გვაქვს მედიასთან და გამოხატვის თავისუფლებასთან საქმე. არ უნდა არსებობდეს კითხვა ხელისუფლების ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით", - განაცხადა მამუკა ანდღულაძემ

"მკვლელი ქუჩაშია“ - სარალიძის მკვლელობის ობიექტური გამოძიების მოთხოვნის მიზნით, გორის ქუჩებში გაკეთებული ამ წარწერის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

 წარწერების გაკეთებიდან დაახლოებით 2 თვის მერე, გორის სათემო რადიო „მოზაიკას“ დირექტორ გვანცა დოლუაშვილისთვის ცნობილი გახდა, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული იყო ადმინისტრაციული საქმის წარმოება - პოლიცია მას ქალაქის იერსახის დამახინჯებაში ადანაშაულებს და ასკ-ს 150 მუხლის მიხედვით, მისი 500 ლარით დაჯარიმებას ითხოვს.

ამავე თემაზე: ზეწოლა მედიასა და სამოქალაქო აქტივიზმზე - დოლუაშვილის განცხადება

Read 583 times Last modified on Last modified on აგვისტო 01 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი