Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 01 აგვისტო 2018 14:12

რადიო "მოზაიკას" დირექტორის სასამართლო პროცესი 3 აგვისტოს გაიმართება

Rate this item
(0 votes)

რადიო "მოზაიკას" დირექტორის, გვანცა დოლუაშვილის სასამართლო პროცესი 3 აგვისტოს ჩაინიშნა.

საქმეს გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დავით პაპუაშვილი განიხილავს. 

გვანცა დოლუაშვილის ინტერესებს სასამართლოში, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ლექსო მერებაშვილი იცავს.

"ჩვენთვის ცნობილი საქმის მასალებიდან ჩანს, რომ არცერთი მტკიცებულება, იმის დამადასტურებელი, რომ გვანცა დოლუაშვილმა ჩაიდინა აღნიშნული სამართალდარღვევა, საქმის მტკიცებულებებში არ მოიპოვება, გარდა პატრულ - ინსპექტორის ახსნა - განმარტებისა. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ეს საქმე  უკავშირდება გვანცას პროფესიულ და სამოქალაქო აქტიურობას", - განაცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა, ლექსო მერებაშვილმა.

"მკვლელი ქუჩაშია“ - სარალიძის მკვლელობის ობიექტური გამოძიების მოთხოვნის მიზნით, გორის ქუჩებში გაკეთებული ამ წარწერის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

წარწერების გაკეთებიდან დაახლოებით 2 თვის მერე, გორის სათემო რადიო „მოზაიკას“ დირექტორ გვანცა დოლუაშვილისთვის ცნობილი გახდა, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული იყო ადმინისტრაციული საქმის წარმოება - პოლიცია მას ქალაქის იერსახის დამახინჯებაში ადანაშაულებს და ასკ-ს 150 მუხლის მიხედვით, მისი 500 ლარით დაჯარიმებას ითხოვს.

                   ამავე თემაზე: ზეწოლა მედიასა და სამოქალაქო აქტივიზმზე - დოლუაშვილის განცხადება

 

Read 2120 times Last modified on ოთხშაბათი, 01 აგვისტო 2018 15:08