ზაზა სარალიძე დოლუაშვილის საქმეზე: ეს არის გამბედავ მედიასაშუალებაზე პირდაპირი თავდასხმა
ზაზა სარალიძეს განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რადიო "მოზაიკას" დირექტორის, გვანცა დოლუაშვილის წინააღმდეგ საქმის აღძვრა, გამბედავ და თავისუფალ მედიაზე თავდასხმაა.
სარალიძემ რადიო "მოზაიკას" დირექტორს მხარდაჭერა გამოუცხადა.
“რომელ სამართალზეა ამ ქვეყანაში საუბარი, ჩემი შვილის მკვლელების დასჯას თვეებია ვითხოვ და თავი ვერ მოაბეს ამ საქმეს და წარწერა გაკეთდა ქუჩაში და მაგას დასდევენ? ეს არის გამბედავ მედიასაშუალებაზე პირდაპირი თავდასხმა. მე ისედაც ვაპირებ გორში ჩამოსვლას, პროკურატურას მინდა მოვკითხო რა მსვლელობა მისცა საქმეს, რომლის მიხედვითაც გორის მერიის თანამშრომელმა მე და ჩემს გარდაცვლილ შვილს სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მოგვაყენა. ამის შემდეგ კი, პირდაპირ თქვენთან მოვალ“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
Latest from რადიო მოზაიკა
- სოფელ ბერშუეთში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა
- კოვზიაშვილი: გორის ბაღებში ჩუტყვავილას გარდა, სხვა ინფექციური დაავადება არ გამოვლენილა
- გორის სასამართლომ მოქალაქე მარიხუანას შეძენა-შენახვისთვის დააჯარიმა
- ბადრი ბასიშვილი პარლამენტში ნიკა მელიას ჩაანაცვლებს
- საქართველოს თასის ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში პირველი ადგილი სამმა სპორტსმენმა მოიპოვა