Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 31 ივლისი 2018 10:21

ბიბილოვი: სირიის დახმარებით კონტაქტებს დავამყარებთ აღმოსავლეთის რეგიონის ქვეყნებთან

Rate this item
(0 votes)

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთი ცდილობს, სირიის დახმარებით, კონტაქტები დაამყაროს ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ქვეყნებთან. 

"სირია სამხრეთ ოსეთს დაჰპირდა, რომ ხელს შეუწყობს ცხინვალის ინტერესების წინ წაწევას რეგიონის სხვა ქვეყნებში, რომელთანაც სირიას მეგობრული ურთიერთობები აქვს“, - განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა. 

მისივე თქმით, საუბარია თანამშრომლობაზე, როგორც პოლიტიკის, ასევე ეკონომიკის სფეროებში. 

"სირიის გარდა, ჩვენს დამოუკიდებლობას სხვა ქვეყნებიც აღიარებენ. სამხრეთ ოსეთის აღიარება შეუქცევადი პროცესია“, - აღნიშნა მან.

Read 1096 times Last modified on სამშაბათი, 31 ივლისი 2018 10:26