განცხადების ტექსტი, რომლითაც მოსახლეობა "სოკარის" წინააღმდეგ პროკურატურაში დავას იწყებს

იანვარი 12 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ნაწილი "სოკარის" წინააღმდეგ დავას პროკურატურაში იწყებს. საგამოძიებო უწყების პარალელურად, სემეკში შეტანილ განცხადებას, თან 500-მდე გორელის ხელმოწერა ერთვის. დოკუმენტის ტექსტს რადიო "მოზაიკა" უცვლელად გთავაზობთ:

"გორის რაიონულ პროკურორს

ბატონ კობა ნოზაძეს

გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეების 

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

(ბუნებრივი გაზის მოხმარების გადასახადის უკანონოდ დარიცხვის გამო დავის დაწყების შესახებ)

მოგახსენებთ, რომ 2017 წლის დეკემბრის თვეში გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“-ს/სს „საქორგგაზი“-ს მიერ დაგვერიცხა ჩვენს მიერ მოხმარებულ ბუნებრივ გაზთან შეუსაბამოდ გაზრდილი გადახადი. მათ შორის გადასახადი მოუვიდა ისეთ ოჯახებს, რომელთაც დაკეტილი აქვთ საცხოვრებელი ბინა და ბუნებრივ გაზს არ მოიხმარდნენ. გადასახადი ოდენობა ორჯერ და სამჯერ აღემატება 2017 წლის ნოემბრის თვის გადასახადს. ამასთანავე, აღნიშნულ ქმედებას წინ უძღოდა ჩვენთვის უცნობი მიზეზით მრიცხველების გახსნა კომაპნიის წარმომადგენლების მიერ, უხარისხო ბუნებრივი აირის მოწოდება (არ ახდენდა სათანადო სითბოს გამოყოფას, თანმხლები ძლიერი წითელი ალით), გადასახადის გადახდის შესახებ მოსულ ტექსტურ შეტყობინებაში  თვეების განმავლობაში არ იწერება მრიცხველის მონაცემები, იმისათვის რომ მოსახელობას მოგვეცეს შესაძლებლობა გადავამოწმოთ კომპანიის წარმომადგენლის მიერ მრიცხველზე დაფიქსირებული მონაცემების სისწორე და მოხმარებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვის ერთ თვიანი პერიოდი.

ვთვლით, რომ ჩვენ მიმართ დარღვეულია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ერივნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის #12 დადგენილებით „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების შესახებ“ გათვალისწინებულ მომხმაებლის უფლებები და ბუნებრივი გაზის მოწოდების პირობები, ასეე გვაქვს გონივრული ეჭვი შპს„სოკარ ჯორჯია გაზი“-ს/სს „საქორგგაზი“-ს  მიერ ჩვენ ხარჯზე უკანონო სარგებელის მიღების შესახებ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,  მოგმართავთ თხოვნით თქვენი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოთ გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის 2017 წლის დეკემბრის თვეში გადასახადის დარიცხვის კანონიერების შემოწმება, უკანონოდ დარიცხული გადასახადის ჩამოწერა და ჩვენი, როგორც მომხმარებლის უფლებების დაცვა ხარისხიანი ბუნებრივი გაზის, მოხმარებული ბუნებრივი გაზის ადეკვატური გადასახადის დარიცხვისა და სამართლიანი მომსახურების მიღების ურუნველყოფით. "

შეგახსენებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას გახარჯული ბუნებრივი აირის საფასური, წინა თვესთან შედარებით, დეკემბერში გაზრდილი ოდენობით დაერიცხა, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. მათმა ნაწილმა გორში ორი საპროტესტო აქცია გამართა. ისინი ენერგოომბუდსმენს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდნენ. 

Read 2923 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი