Back to Top
კვირა, 29 ივლისი 2018 15:40

ენმ: "ქართულ ოცნებას" სჩვევია ყველაფრის ოპოზიციისთვის გადაბრალება

Rate this item
(0 votes)

"ზოგადად, "ქართული ოცნების" სენია, რომ არ სურთ კრიტიკის მოსმენა და ცდილობენ ოპოზიციას გადააბრალონ ყველაფერი", - ამის შესახებ ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ბექა ქორჩილავამ რადიო "მოზაიკას" გადაცემაში "თვითმმართველობის დრო" განაცხადა.

"ქართულ ოცნებას" უკვე ჩვევად ექცა ყველაფრის ოპოზიციისათვის გადაბრალება. მხოლოდ და მხოლოდ დაკავებულნი არიან ნაციონალური მოძრაობის წევრების დევნით და ქილიკით. ეს საკრებულოს სხდომებზეც არაერთხელ გამოჩნდა. ჩვენ ვუთითებთ, იმ დარღვევებზე, რაც ხდება მუნიციპალიტეტში. გვახსოვს "ქართული ოცნების" მიღებული სამარცხვინო გადაწყვეტილებები. მათ არ სურთ მოისმინონ კრიტიკა და არ სურთ მოისმინონ განსხვავებული აზრი", - განაცხადა ქორჩილავამ.

Read 913 times Last modified on კვირა, 29 ივლისი 2018 15:56