"დილა გორის" აუდიტის საიდუმლო დასკვნა

იანვარი 12 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

„დილა გორში“ 2015 წელს განხორციელებული აუდიტის დასკვნას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ითხოვს. პარტიაში  აცხადებენ, რომ გორის მერია დოკუმენტს   მალავს, რადგან იქ სერიოზული ფინანსური დარღვევებია ასახული. ბექა ქორჩილავა მერს მოუწოდებს, რომ ფინანსური დასკვნა გაასაჯაროვოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს მიმართავს.

"მიუხედავად მრავალგზის მოთხოვნისა, მერია და ბატონი კოტე არ გვაძლევენ საფეხბურთო გუნდ "გორის დილას" 2015 წლის აუდიტის დასკვნას. ეს გვაფიქრებინებს იმას, რომ აღნიშნულ გუნდში ძალიან დიდი ფინანსური დარღვევაა, რის გამოც ხდება შიდა აუდიტის დასკვნის დამალვა. რადგანაც ჩვენ პასუხიც კი არ გვაღირსეს, მივმართავათ სასამართლოს და სასამართლოს წესით მოვითხოვთ პასუხის მიღებას".

2014 - 2016 წლებში საფეხბურთო კლუბი "გორის დილა" ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა, რისთვისაც თვითმმართველობა 2 მილიონ 200 ათას ლარზე მეტს ხარჯავდა.  რა მიმართულებით იხარჯებოდა თანხები, ამის შესწავლა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2015 წელს დაიწყო. დოკუმენტი, სადაც დასკვნა იქნებოდა ასახული, ამ დრომდე ხელმიუწვდომელია. მაშინდელმა მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა არაერთხელ დააანონსა აუდიტის დასკვნის გასაჯაროვება, თუმცა უშედეგოდ.  დოკუმენტს ჯერჯერობით არც ახლადდაკომპლექტებული მერიაში ასაჯაროვებენ.

საიაში ამბობენ, რომ აუდიტის დასკვნა ყოველთვის საჯაროა და თუ ის არსებობს, ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. 

"გინდაც შიდა აუდიტი იყოს და შიდა მოკვლევის საგანი იყოს, მაინც ღია და საჯარო ინფორმაციაა".

"დილა გორის" დაფინანსების საკითხი ოპოზიციის განხილვის თემა არაერთხელ გამხდარა. დასკვნის დეტალების გაცნობას მესამე სექტორიც ითხოვდა, თუმცა  რა წერია ფინანსურ დოკუმენტში, ამ დრომდე ბუნდოვანია. 

Read 1896 times Last modified on Last modified on იანვარი 12 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი