ე.წ. საზღვრის კვეთისთვის ცხინვალის ციხეში საქართველოს ერთი მოქალაქე იმყოფება

ივლისი 27 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"ე.წ საზღვრის კვეთის ბრალდებით, ცხინვალის ციხეში, ამ დროისთვის საქართველოს ერთი მოქალაქე იმყოფება", - აღნიშნული ინფორმაცია რადიო "მოზაიკას" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიაწოდა. 

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

ამასთან, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც,  საოკუპაციო რეჟიმმა, მხოლოდ 2018 წლის ივნისში, ე.წ. საზღვრის დარღვევისათვის 73 ადამიანი დააკავა. ე.წ. საზღვრის დამრღვევებმა დე ფაქტო რესპუბლიკის ბიუჯეტში ჯარიმის სახით 131 ათასი რუბლი გადაიხადეს

Read 813 times Last modified on Last modified on ივლისი 27 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი