სამინისტრო გორში მცხოვრებ ორ დევნილ ოჯახს იპოთეკურ სესხს დაუფარავს

ივლისი 26 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციით, იპოთეკური სესხის დაფარვის მოთხოვნით, განაცხადი 559-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო.

დევნილთა საკითხების დეპარტამენტმა, დევნილი ოჯახების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე თითოეულ განაცხადი შეისწავლა. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, სამინისტრო ამ ეტაპზე, იპოთეკურ სესხს 117 დევნილ ოჯახს დაუფარავს. მათგან - ორმა გორში მცხოვრებმა ოჯახმა.

იპოთეკური სესხის დაფარვისათვის, ფულადი დახმარების მაქსიმალური ოდენობა ერთ დევნილ ოჯახზე 20 000 ლარია.

მიმდინარე წლის აპრილში, სამინისტროს იპოთეკური სესხის დაფარვის თხოვნით, 555-მე ოჯახმა მიმართა. მათი დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ, სესხები 100 დევნილ ოჯახს დაუფარეს.

გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებსაც 2018 წლის პირველ იანვრამდე, იპოთეკური სესხით შეძენილი აქვთ სახლი/ბინა და ეს წარმოადგენს ოჯახის ერთადერთ საკუთრებას.

Read 852 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი