Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 25 ივლისი 2018 15:45

გორელმა დეპუტატებმა "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონპროექტს მხარი დაუჭირეს

Rate this item
(0 votes)

გორისა და გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატებმა, იოსებ მაკრახიძემ და თენგიზ ხუბულურმა კანონპროექტს "დაგროვებითი პენსიის შესახებ" მხარი დაუჭირეს.

კანონის ასამოქმედებლად მხოლოდ პრეზიდენტის ხელმოწერაა საჭირო.

კანონპროექტის მიხედვით, სქემაში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე პირებისთვის, 40 წლის ზემოთ კი - ნებაყოფლობითი. სისტემაში სავალდებულო წესით ჩაერთვება ყველა დასაქმებული, ხოლო ნებაყოფლობით - ნებისმიერი თვითდასაქმებული.

დასაქმებულის საპენსიო ანგარიშზე ყოველთვიურად დაუბეგრავი ხელფასის 6 პროცენტი გროვდება. აქედან 2 პროცენტი დასაქმებულის ხელფასიდან აკლდება, 2 პროცენტს დამსაქმებელი იხდის, დარჩენილი 2 პროცენტს კი - სახელმწიფო.

Read 1294 times