პროფესიული უნარების გამოცდაზე გორელი მასწავლებლების მესამედი არ გავიდა

ივლისი 25 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის ინფორმაციით, საგნობრივი გამოცდის ჩასაბარებლად დარეგისტრირებული 1 100 მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველობიდან, გამოცდაზე 350ადამიანი არ გამოცხადდა.

გამოცდა ასევე ტარდებოდა პროფესიულ უნარებში. რეგისტრირებული 700 აპლიკანტიდან გამოცდაზე 200 არ გავიდა.  

“2018 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისთვის, საგნობრივი და ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარების მიზნით დარეგისტრირებული პედაგოგების 1 მესამედი გამოცდაზე არ გამოცხადებულა. ისინი 7 დღის განმავლობაში აბარებდნენ გამოცდას. საერთო ჯამში, მშვიდად, ყოველგვარი დარღვევის გარეშე ჩაიარა საგამოცდო პროცესმა. სექციებში ყველანაირი პირობა იყო იმისთვის, რომ მათ მშვიდად ემუშავათ. ვფიქრობ, მასწავლებლებს აქვთ შესაძლებლობა, რომ პროფესიული წინსვლისთვის კრედიტქულები მოაგროვონ“, -განმარტა თინათინ გვერდწითელმა.

Read 1475 times Last modified on Last modified on ივლისი 25 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი