საკრებულოს დეპუტატი: ყოველი წვიმის დროს მოსახლეობას პრობლემები ექმნება

ივლისი 25 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

“რვა თვეა, გორის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პრობლემები არ მოგვარებულა“, - გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, ბექა ქორჩილავას თქმით, ის დაპირებები, რომლებიც ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას მისცა, არ შესრულდა.

“იმედს ვიტოვებ, რომ არსებული ვითარება შეიცვლება და სანიაღვრე სისტემები, ერთხელ და სამუდამოდ, მოწესრიგდება. ყოველი წვიმის დროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას პრობლემები ექმნება. თუ გავიხსენებთ “ქართული ოცნების“ საქმიანობის განვლილ პერიოდს, დიდი მოლოდინი არ მაქვს. ჩვენ გვახსოვს მათ მიერ დაპირებული “100 მოგუგუნე ქარხანა“, გვახსოვს დაპირებული ინფრასტრუქტურული პროექტები, თუმცა მხოლოდ ფარდების ჩამოფარებით არიან დაკავებულნი“, - განაცხადა ბექა ქორჩილავამ.

Read 764 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი