საფეხბურთო ტურნირში გამარჯვებულს ცხვარი გადაეცა

ივლისი 24 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ვერხვების დევნილთა დასახლებაში ქურთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით და სანაკოევის ადმინისტრაციის ფინანსური მხარდაჭერით მინი ფეხბურთში შეჯიბრი ჩატარდა.

ტურნირში დევნილთა 4 დასახლება მონაწილეობდა. შეჯიბრში გამარჯვება თბილისის გუნდმა მოიპოვა. 

ვერხვების დასახლებაში მერის წარმომადგენლის, მზია მეტრეველის ინფორმაციით, ქურთის მუნიციპალიტეტის მიერ გამარჯვებულ გუნდს სიმბოლურ ჯილდოდ ცხვარი გადაეცა. 

“ტურნირში მონაწილეობდნენ გორის, თბილისის, კოდას და წეროვნის დევნილთა დასახლებები. შეჯიბრი მიეძღვნა 2008 წლის ომის დროს დაღუპულ ჯარისკაცებს. ქურთის მუნიციპალიტეტი მომდევნო წლებში აპირებს, რომ მსგავსი ტურნირი კვლავ ჩაატაროს და მიუძღვნას იმედა კახნიაშვილის ხსოვნას, რომელიც აგვისტოს ომის დროს დაიღუპა და იყო ფეხბურთელი“, - გვითხრა მზია მეტრეველმა

Read 1420 times Last modified on Last modified on ივლისი 24 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი