Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 23 ივლისი 2018 14:27

სამხედრო ჰოსპიტალი: რეანიმაციაში რამდენიმე ჯარისკაცი წევს 

Rate this item
(0 votes)

ნაცემი ჯარისკაცის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გორის სამხედრო ჰოსპიტალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური გამოეხმაურა.

შოთა ჩილინდრიშვილის ინფორმაციით, ჰოსპიტალში ამ დროისთვის კომაში მყოფი რამდენიმე ჯარისკაცი მკურნალობს, თუმცა ტრავმების წარმომავლობისა და მიზეზების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. 

“ამ ეტაპზე, ჰოსპიტალში მძიმე მდგომარეობაში მყოფი რამდენიმე ჯარისკაცი მკურნალობს, თუმცა, სანამ მათ ჩვენთან მოიყვანდნენ, მანამდე სხვადასხვა დაწესებულებებში გადიოდნენ მკურნალობას. ჩვენთან მას შემდეგ გადმოყავთ ასეთი პაციენტები, როცა უკვე კომაში არიან, აქედან გამომდინარე, მისი ტრავმების წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია ჩვენთვის ცნობილი არ არის“, - განმარტა ჩილინდრიშვილმა.

Read 1744 times Last modified on ორშაბათი, 23 ივლისი 2018 14:43