ე.წ. სამხრეთ ოსეთმა და სირიამ „დიპლომატიური ურთიერთობები“ დაამყარეს

ივლისი 23 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა და სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა „დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების“ შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.


როგორც დე ფაქტო საგარეო უწყებაში აღნიშნეს, „დოკუმენტს“ ხელი ე.წ. პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის სირიაში „ოფიციალური ვიზიტის“ ფარგლებში მოეწერა. 
სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვალიდ მუალემმა აღნიშნა, რომ "სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება სირიის ხელმძღვანელობის გააზრებული ნაბიჯია“. 

მან აღნიშნა, რომ სირიის მთავრობა მზად არის „სამხრეთ ოსეთთან“ ურთიერთობები თანასწორუფლებიანობის პრინციპით წარმართოს. 

თავის მხრივ დე ფაქტო მინისტრმა დიმიტრი მედოევმა აღნიშნა, რომ "სამხრეთ ოსეთი მხარს უჭერს სირიელი ხალხის სამართლიან ბრძოლას საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ“.

Read 599 times Last modified on Last modified on ივლისი 23 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი