Back to Top
ორშაბათი, 23 ივლისი 2018 10:54

გორში ქუჩები და სახლების სარდაფები დაიტბორა

Rate this item
(0 votes)

"გორში ძლიერი ნალექის შედეგად ქუჩები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები დაიტბორა", - ინფორმაციას საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამ დროისთვის 10 შეტყობინებაა შესული.

„დატბორილია თამარ მეფის, ქუჩიშვილის, ბაგრატიონისა და ლეონიძის ქუჩები. ადგილზე მობილიზებულია გორისა და ქარელის ​სახანძრო-სამაშველო ჯგუფები“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მათივე ცნობით, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.

Read 1404 times Last modified on ორშაბათი, 23 ივლისი 2018 15:07