წულუკიანი: ტატუნაშვილის საქმეზე სახელმწიფოთაშორის სარჩელს ვამზადებთ
"არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე რუსეთის ხელისუფლების განცხადება გასაკვირი არ არის", – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე რუსეთის გენერალური პროკურატურიდან მისი ოჯახისთვის გაგზავნილ წერილთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს სახელმწიფო ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე სახელმწიფოთაშორისი საჩივრის მომზადების ფაზაშია.
„ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სახელმწიფოს, ოჯახისა და ადვოკატებს შორის, თუნდაც მედიით ინფორმაციების გაცვლა, რადგან რეალურად ორივე საჩივარი შეეხება ერთი და იმავეს დამტკიცებას, რომ ეფექტურ კონტროლს იმ ტერიტორიაზე სწორედ რუსეთის სახელმწიფო ახორციელებს. ვნახოთ, როგორი იქნება სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომელიც ალბათ დიდ დროს წაიღებს, მაგრამ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე მისმა ოჯახმა და ადვოკატებმა რუსეთის გენერალური პროკურატურიდან წერილი მიიღეს. წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ პრეზიდენტის მარიამ ჯიშკარიანის თქმით, რუსეთის გენერალური პროკურატურის წერილში განმარტებულია, რომ „სამხრეთ ოსეთი არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და რუსეთი არ ერევა მათ საქმიანობაში“.
Latest from რადიო მოზაიკა
- ბავშვთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის საქმეზე შშს - მ კიდევ 11 პირი დააკავა
- სამთავრობო კომისია გორში ქუჩისთვის მოკლული გოგონას სახელის მინიჭებაზე თანახმაა
- გორის მუნიციპალიტეტის მერიამ საჯარო მოხელეების გადასამზადებლად ტენდერი გამოაცხადა
- 3 000 ლარი ფოიერვერკისთვის და 7-ლარიანი საჩუქრები ბავშებისთვის - საახალწლო სამზადისი გორში
- გუგუტიანთკარელი სტუდენტის ვიდეომ გორზე კონკურსში გაიმარჯვა