ახალი დეტალები გორის გვირაბთან მომხდარ ფაქტზე

იანვარი 11 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: თათია გოგოლაძე

 

ბექა ხახუბიას საქმეზე ბრალდებული პოლიციელების სასამართლო პროცესი დღეს თითქმის სამი სააათი გაგრძელდა. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ, მტკიცებულების სახით, ბორტისა და სამხრე კამერების ჩანაწერები წარმოადგინა. დისკზე არსებული ჩანაწერების ნახვის საშუალება დამსწრეებს სხდომათა დარბაზში დამონტაჟებულ მონიტორზე მიეცათ.

7 ფაილად დახარისხებული მასალა სულ 60 წუთს მოიცავდა. ჩანაწერზე ასახული იყო, როგორ მოძრაობდა გარდაცვლილი თბილისადან დასავლეთის მიმართულებით, როგორ მოძრაობდა 200 კმ/სთ სიჩქარით და როგორ სდია მას საპატრულო ეკიპაჟმა გორიდან ხაშურამდე და პირიქით. პროკურორი ამ ყველაფერში უჩვეულოს ვერაფერს ხედავს და უფრო მეტიც, ამბობს, რომ ხახუბიას ამხელა სიჩქარით მოძრაობისას საფრთხე არცერთი შემხვედრი ავტომანქანისთვის არ შეუმნია.

"ბრალდების მხარე განაგრძობს მტკიცებულებების წარმოდგენას. დღეს განვიხილეთ საპატრულო ეკიპაჟის ერთ-ერთი ჩანაწერი, რომელიც პოლიციელების ბრალეულობაზე მიუთითებს", - განაცხადა პროკურორ დავით ჩერქეზიშვილმა.

ბრალდებულების ინტერესებს ნოდარ ცინცაძე და თამარ აბესაძე იცავენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილმა მტკიცებულებებმა დაცვის მხარის დანაშაული დამტკიცების ნაცვლად მათი უდანაშაულობა გაამყარა.

,,ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მასალები,რომლებზეც ისინი ფიქრობენ,რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების დანაშაული აჩანს,პირიქით,ჩვენთვის არის მათი უდანაშაულობის დამადასტურებელი.იქ ჩანს,რომ პატრულების ქმედება იყო საჭირო და ადეკვატური", - განაცხადა თამარ აბესაძემ.

"ჩვენ, როგორც მხარეს გადმოგვეცა ბევრი მტკიცებულება. მათ შორის, ვიდეო ჩანაწერები. ისინი ჩვენ შესწავლილი გვაქვს და ვიცით, რომ იქ არაერთხელ ვლინდება საპატრულო პოლიციის თანამშრომლების უდანაშაულობა", - აცხადებს კიდევ ერთი ადვოკატი ნოდარ ცინცაძე

დღევანდელ პროცესზე მოწმის სახით არავინ დაუკითხავთ. მთელი დრო ვიდეომასალის განხილვას დაეთმო.

 საპატრულო პოლიციის ყოფილ თანამშრომლებს, რომლებსაც უფლებამოსილება შეუჩერდათ, ნუკრი ხაბელაშვილს, გიორგი სადაღაშვილს და ზურაბ რუსიშვილს ბრალი სსსკ-ის 116- ე და 333-ე მუხლებით წარედგინათ, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. შეგახსნებთ, რომ დევნის ოპერაციის დროს, პოლიციამ ბექა ხახუბიას გზა სატვირთო მანქანით გადაუკეტა. ძლიერი შეჯახების შედეგად, გორთან ახლოს, ავტომაგისტრალზე მდებარე გვირაბთან, ბექა ხახუბია 17 მაისს გარდაიცვალა.

Read 2197 times Last modified on Last modified on იანვარი 11 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი