Print this page

მიშა გოგინაშვილი: ოპოზიცია საკითხებს უარგუმენტოდ აპროტესტებს

ივლისი 20 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მიშა გოგინაშვილი საკრებულოს ოპოზიციური პარტიის წევრებს პოპულიზმში ადანაშაულებს.

მისი განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები, სხვადასხვა საკითხებზე პროტესტს, უარგუმენტოდ გამოთქვამენ. 

“ოპოზიცია დღის წესრიგის მიხედვით არ მართავს დებატებს. სხვა საკითხზე გადადიან, მერე ითხოვენ, რატომ არ არის წარმომადგენელი სხდომაზე მოსული და ა. შ. ის საკითხები, რაზეც ეგენი საუბრობენ ხოლმე, როგორც წესი, არ არის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში, ამიტომ, ვერავის ვერ მოიწვევ. მაშინ ყველა უნდა დავავალდებულოთ, სხდომებს დაესწრონ. ამიტომ, მუდმივად ვუხსნი, რომ ჯერ მოცემული საკითხი განვიხილოთ,დავუჭიროთ ან არ დავუჭიროთ მხარი და მერე გადავიდეთ სხვა თემებზე. მაგრამ არა, მაინც თავისას აკეთებენ, გამოჩნდნენ, რომ ყვირიან“, - განაცხადა მიხეილ გოგინაშვილმა

Read 1025 times Last modified on Last modified on ივლისი 20 2018