Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 20 ივლისი 2018 14:02

მეჯვრისხევში საბავშვო ბაღის შენობა დაიხურა

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში საბავშვო ბაღის შენობა დაიხურა. 


საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, მეჯვრისხევის საბავშვო ბაღის შენობა, სამხარაულის დასკვნის მიხედვით, რეაბილიტაციას არ ექვემდებარება. 


“ჩვენ მივიღეთ საინჟინრო დასკვნა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან, რომლის მიხედვითაც, მეჯვრისხევის საბავშვო ბაღში, აღმზრდელობითი პროცესის ჩატარება აღარ შეიძლება. ჩვენ, ამის შესახებ, ბაღის მასწავლებლებსა და მშობლებს გავესაუბრეთ, შევთავაზეთ ალტერნატიული ფართი, მეჯვრისხევის ფაბრიკის დასახლებაში, სადაც სექტებრიდან ბავშვებს ტრანსპორტი მოემსახურებთ“, - გვითხრა ლია კოვზიაშვილმა.

 
მეჯვრისხევის საბავშვო ბაღში ამ დროისთვის 135 აღსაზრდელი ირიცხება.

Read 1750 times Last modified on პარასკევი, 20 ივლისი 2018 15:05