ქეთი ბებიაშვილი: რამდენი მშრომელი უნდა დაიღუპოს, რომ შრომითი უსაფრთხოება მოწესრიგდეს?

ივლისი 19 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

რამდენი ადამიანი უნდა გარდაიცვალოს იმისათვის რომ დადგეს საკითხი სათანადო შრომითი უსაფრთხოების მოწესრიგებასთან დაკავშირებით, - ამ საკითხზე რადიო "მოზაიკას" ყოველკვირეულ გადაცემაში "სოციუმი" ქეთი ბებიაშვილმა ისაუბრა

საიას გორის ოფისის ხელმძღვანელის თქმით, საქართველოს კანონში შრომის უსაფრთხოების შესახებ, რომელიც 2018 წლის 21 მარტს იქნა მიღებული, გაწერილი წესები სათანადოდ არ ამოქმედებულა, რადგან ძალიან სუსტია ზედამხედველობის მექანიზმი.

"ყველა დამსაქმებელი ვალდებულია შეიმუშავოს შრომითი უსაფრთხოების პოლიტიკა და წესი, რომელსაც ნებისმიერ დასაქმებული, ვიდრე იგი შეუდგება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას, უნდა გაეცნოს. ამასთან, უნდა ხდებოდეს პერიოდულად გადამზადება, ტრენინგები უნდა ტარდებოდეს და დამსაქმებელი პერიოდულად უნდა ამოწმებდეს უსაფრთხოების ნორმებს.

სახელმწიფოს მხრიდან უნდა კეთდებოდეს პრევენცია. სწორედ პრევენციის ნაწილში გვაქვს პრობლემა. მაღარო და მშენებლობები, სადაც მაღალია ფატალური შემთხვევების რაოდენობა, კი არის ყველაზე საშიში ობიექტები, მაგრამ ყველა ორგანიზაციაში და სამსახურში სავალდებულოა, რომ უზრუნველყოფილი იქნას შრომითი უსაფრთხოების ნორმები.

მაგალითისთვის რომ ავიღოთ მუნიციპალიტეტები, რომლებიც ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებლები არიან დღეს საქართველოში, არც იქაა დაცული ეს ნორმები...

საავტომობილო მაგისტრალის ოსიაურის მონაკვეთზე მომუშავე მუშების გაფიცვის შემთხვევა გავიხსენოთ, მათთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა იყო შრომითი უსაფრთხოება, რომელიც შეიძლება ითქვას რომ საერთოდ არ იყო დაცული ამ ადამიანებთან მიმართებაში. ვიდრე ეს ადამიანები არ გაიფიცნენ. შრომითი ინსპექცია არ უნდა დაინტერესებულიყო აღნიშნული საკითხით? მხოლოდ გაფიცვის მერე დაინტერესდა და მისცა შესაფერისი რეკომენდაციები კომპანიას. ზედამხედველობის ორგანო არის შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმების განმახორციელებელი სამსახური. ეს სამსახური ძირითადად გაფრხილებებით იფარგლება და არა ისეთი მკაცრი ღონისძიებებით, როგორიცაა ვთქვათ დაჯარიმება ან საქმიანობის შეჩერება.

რატომ არ ვხედავთ შედეგებს შრომით უსაფრთხოებასთან დაკავშირებით? ამის ერთ-ერთი მიზეზი არის სახელმწიფოს ნებელობა საკითხთან დაკავშირებით. საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან სიმკაცრე. მაღაროს მაგალითი რომ ავიღით, რამდენი ადამიანი უნდა გარდაიცვალოს იმისათვის რომ დადგეს საკითხი სათანადო შრომითი უსაფრთხოების მოწესრიგებასთან დაკავშირებით. როდესაც სახელმწიფო არასათანადო რეაგირებას ახდენს ასეთ ფაქტებთან დაკავშირებით, შესაბამისად დამსაქმებელს ეძლევა იმისი საშუალება რომ გააგრძელოს საქმიანობა ისე როგორც აქამდე ახორციელებდა, შესაძლოა მცირე ცვლილების შეტანით“, - თქვა ქეთი ბებიშვილმა. 

Read 936 times Last modified on Last modified on ივლისი 19 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი