Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 19 ივლისი 2018 10:27

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციამ თანამშრომლები 10 ათასი ლარით წაახალისა

Rate this item
(0 votes)

"სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის თანამშრომლების წასახალისებლად 10 355 ლარი დაიხარჯა", - აღნიშნული ინფორმაცია რადიო "მოზაიკას" სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციამ მიაწოდა.

უწყების ცნობით, თანხა გაცემულია 2018 წლის 1 იანვარი - 18 ივლისი პერიოდში. 

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში 5 სტრუქტურული ერთეული შედის: სახალხო დიპლომატიის და შერიგების სამოქალაქო სამსახური, განათლების სამსახური, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური, იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხების სამსახური და კულტურისა და სპორტის სამსახური. 

Read 2156 times