Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 18 ივლისი 2018 14:55

საკრებულოს თავმჯდომარე: ხელოვნური ინტელექტი რაღაა?

Rate this item
(0 votes)

"ინტელექტი ხელოვნური არ არსებობს. ინტელექტი არის ადამიანის სულიერი მდგომარეობა", - ასე განმარტავს გორის საკრებულოს თავმჯდომარე ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობას.

დავით რაზმაძე შეკითხვის შინაარსს რობოტი სოფიას ხსენების შემდეგ მიხვდა და განმარტა, რომ ამ საკითხზე მსჯელობამდე, ადამიანებმა მინიმუმ, ქცევის წესები უნდა დახვეწონ.

“ინტელექტი ხელოვნური არ არსებობს. მე ვიცი ერთადერთი ინტელექტი, რომელიც ადამიანის სულიერი მდგომარეობაა. რაც შეეხება რობოტის თემას, ხელოვნურ ინტელექტამდე ჯერ მისასვლელები ვართ. ელემენტარულად, ის არ ვიცით, რომ ქუჩაში ნაგავი არ უნდა დავყაროთ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში სიგარეტი არ უნდა მოვწიოთ და სხვა. რა ინტელექტზეა საუბარი როდესაც ეს ყველაფერი ჯერ ისევ გასავლელი გვაქვს“, - განაცხადა დავით რაზმაძემ.

რადიო “მოზაიკამ“ გორელ საჯარო მოხელეებს აზრი, საქართველოში მყოფ რობოტი სოფიას მიერ გაჟღერებულ საკითხთან დაკავშირებით ჰკითხა, სადაც ის ამბობს, რომ ქალაქებს ძალიან წაადგებათ ხელოვნური ინტელექტის განვითარება, სერვისების გაუმჯობესების მიზნით.

იგივე კითხვით გორის მერსაც მივმართეთ, თუმცა, კოტე თავზარაშვილმა შეკითხვის შინაარსის გაცნობის შემდეგ განაცხადა, რომ მოქალაქეებს ხვდება და ამ თემაზე საპასუხოდ არ სცალია.

Read 1379 times Last modified on ოთხშაბათი, 18 ივლისი 2018 15:01