Back to Top
ოთხშაბათი, 18 ივლისი 2018 13:38

გორის მაჟორიტარი: ერთი სოფია რომ გვყავდეს პარლამენტში, ქვეყანას წაადგებოდა

Rate this item
(0 votes)

რობოტი სოფიას საქართველოში გამოჩენას გორის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე აფასებს.

დეპუტატს მიაჩნია, რომ საკანონმდებლო ორგანოში მსგავსი ჰუმანოიდის არსებობა ქვეყნის განვითარებას წაადგებოდა.

"მივესალმები რობოტი სოფიას საქართველოში ყოფნას და ვფიქრობ, საქართველოს პარლამენტში რომ გვვყავდეს ერთი რობოტი სოფია, ქვეყნის განვითარებისთვის გამოსადეგი იქნებოდა", -ამბობს მაჟორიტარი დეპუტატი.

იოსებ მაკრახიძემ საკუთარი მოსაზრება ხელოვნურ ინტელექტზეც გამოთქვა და განცხადა, რომ ამ თემაზე უფრო ვრცლად, შედარებით ნაკლებად დატვირთულ დღეს გვესაუბრება.

"მე ვფიქრობ, რომ საქართველოში ხელოვნური ინტელექტი საკმაოდ განვითარებულია. ამის კონკრეტული მაგალითებიც არსებობს, რომელთა დასახელებაც შემიძლია, უბრალოდ, ახლა ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს და მეტს ვეღარ გესაუბრებით", - გვითხრა იოსებ მაკრახიძემ.

Read 2448 times Last modified on ოთხშაბათი, 18 ივლისი 2018 14:00