მეტრეველი: ოქრუაშვილმა რომ კენჭი იყაროს, მის გუნდში დაბრუნებას გამოვრიცხავ

ივლისი 18 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"გაერთიანებული ოპოზიციის მიერ წარდგენილი საპრეზიდენტო კანდიდატი მომწონს და ვაპირებ ხმა მივცე", - ეს განცხადება რადიო ,,მოზაიკასთან"ქალაქ გორის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ილია მეტრეველმა გააკეთა.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად კი დღევანდელი ხელისუფლების მიერ არჩეულ პოლიტიკურ კურსს ასახელებს. 

"მიზეზი, რის გამოც ოპოზიციას შევუერთდი, იყო ის, რომ ქვეყანაში სასიკეთოდ არაფერი ვითარდება. ყველა კარგად ვხედავთ დღევანდელ ხელისუფლებას ქვეყანა რა კუთხითაც მიჰყავს. ასეთ ვითარებაში ცვლილებები და ახალი პოლიტიკური გუნდია საჭირო", - ამბობს მეტრეველი.

ქალაქის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს რადიო ,,მოზაიკამ" ირაკლი ოქრუაშვილთან  კავშირზეც შეეკითხა. ილია მეტრეველი ამბობს, თავდაცვის ყოფილი მინისტრი პოლიტიკაში აღარ არის და ამ სფეროში საქმიანობას მისგან დამოუკიდებლად აგრძელებს

"ქართული პარტია ბოლო არჩევნებში არ იღებდა მონაწილეობას, მე კი ვარ პოლიტიკურად აქტიური ადამიანი და მინდა, რომ ჩემი პოზიციები დავაფიქსირო. ოქრუაშვილი აღარ არის პოლიტიკაში. მასთან მუშაობის დროს ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე, მაგრამ ასეა ცხოვრება, ან გაიყრება ან შეიყრება.მაგრამ მას უთანხმოებით არ დავშორებულვარ. მე გამოვრიცხავ, რომ ოქრუაშვილმა ამ ეტაპზე ისევ ისურვოს პოლიტიკაში დაბრუნება, მაგრამ თუ მოხდა ისე, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა, მე მგონია რომ გამოვრიცხავ მის გუნდში დაბრუნებას", - აცხადებს ილია მეტრეველი.

Read 1022 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი