Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 18 ივლისი 2018 12:13

ნუგზარ სხირელის განცხადებას გორის მერიაში გამოეხმაურნენ

Rate this item
(0 votes)

მერიის სპორტის განყოფილების წარმომადგენელი, თეა კეჩხუაშვილი, ნუგზარ სხირელის განცხადებას ეხმაურება. 

თეა კეჩხუაშვილი აცხადებს, რომ მერიამ ნუგზარ სხირელის სახელობის დარბაზის მშენებლობისთვის საკმაოდ დიდი თანხა გაიღო.

"დარბაზი 2 ეტაპად აშენდა და გარემონტდა. საერთო ღირებულება 465 132 ათასი ლარია. ეს მოხდა პაპუნა კობერიძის გამგებლობის დროს. იქ არსებული ხალიჩა, თუ ზუსტად მახსოვს, ფედერაციის საჩუქარია. შემდგომ, ზურა ჯირკველიშვილის მერობის დროს გაკეთდა საუნა 9 997 ლარად. ამის შემდეგ, ისევ ფედერაციამ გვაჩუქა ტრენაჟორები. დოკუმენტაცია არსებობს და სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ნახოთ“, - წერს თეა კეჩხუაშვილი.

ნუგზარ სხირელმა გუშინ განაცხადა, რომ მისივე სახელობის სპორტული სკოლა საკუთარი დანაზოგით შექმნა. 

Read 1577 times Last modified on ოთხშაბათი, 18 ივლისი 2018 16:50