ენმ: სპორტის ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელმა მკლავჭიდის დარბაზი საკუთარ კაბინეტად გადააკეთა

ივლისი 17 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ირმა ამბარდნიშვილის განცხადებით, სპორტის განვითარების სააგენტო, დაკისრებულ ფუნქციებს არ ასრულებს.

დეპუტატის შეფასებით, აღნიშნული ა(ა)იპ - ი, "ქართული ოცნების" აქტივისტების დასასაქმებლად შეიქმნა.

"ამ ა(ა)იპ - ის ხელმძღვანელმა, თანამდებობაზე დანიშვნისთანავე, მკლავჭიდის დარბაზი საკუთარ კაბინეტად გადააკეთა. მე დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს ადამიანები საერთოდ ვერ გარკვეულან რა ესაქმებათ ამ სფეროში. სამაგიეროდ, იღებენ ორჯერ და სამჯერ მეტ ხელფასს იმ ადამიანებთან შედარებით, ვინც რეალურად ახალი თაობის აღზრდისთვის იხარჯება და მთელ ენერგიას ამ საქმეში დებს“, - განაცხადა ირმა ამბარდნიშვილმა.

Read 770 times Last modified on Last modified on ივლისი 17 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი