Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 11 იანვარი 2018 13:51

კადრები დიდი ლიახვის ხეობიდან

Rate this item
(0 votes)

ლელა მაზმიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გორში დედასთან ერთად ცხოვრობს. ის აჩაბეთიდან დევნილია და ნათესავები ცხინვალშიც ჰყავს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ დეიდასთან და დეიდაშვილებთან ინტერნეტით კონტაქტობს და მისი საცხოვრებელის შესახებ ინფორმაციასაც ამ დრომდე მათგან ეცნობოდა.

რამდენიმე თვის წინ კი მათგaან სოფელ აჩაბეთში გადაღებული ფოტოები მიიღო, სადაც საკუთარი სახლის ნანგრევების მიგნებას ცდილობდა. ლელა ამბობს, რომ შენობა, სადაც ბავშვობა გაატარა, ეულად დარჩენილი ერთი კედლით იცნო. მიმდებარე ტერიტორია კი, როგორც ფოტოებიდან ჩანს, მიწასთან გასწორებულია. რადიო ,,მოზაიკას" ლელა მაზმიშვილმა, ცხინვალელი ნათესავებისგან გამოგზავნილი, სოფელ აჩაბეთში გადაღებული ფოტოები მიაწოდა.

 

didi liaxvi 16

 

didi liaxvi 3

 

didi liaxvi 4

 

didi liaxvi 5

 

didi liaxvi 7

 

didi liaxvi 12

 

didi liaxvi 13

 

didi liaxvi 13

 

didi liaxvi 15

 

Read 3543 times