Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 16 ივლისი 2018 16:43

იოსებ მაკრახიძე: ერთხელ მეც დამიჯერეთ, გორის ცენტრში ბინებს მე არ ვაშენებ

Rate this item
(0 votes)

მაჟორიტარი დეპუტატი გორის ადმინისტრაციულ შენობასთან მდებარე ბინების საკითხს გამოეხმაურა. იოსებ მაკრახიძის განმარტებით, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან, ზურაბ ჯალაღანიასთან არანაირი შეთანხმება არ ჰქონია. სამშნებლო ნებართვა კი როგორც მაკრახიძე ამბობს, მის დეპუტატობამდეა გაცემული.

 

,,ერთხელ ხომ შეიძლება რამე მეც დამიჯეროთ. ეგ ბინები ჩემმა გოგომ ააშენა, რომელიც არის 43 წლის. მე არ ვიცი ვისთან რა შეთანხმება აქვს. მგონია, რომ გამორიცხულია რამე გარიგებას ჰქონდეს ადგილი ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, ზურა ჯალაღანიასთან“, - აცხადებს იოსებ მაკრახიძე.

საქმე ეხება გორის ცენტრში, ადმინისტრაციული შენობის უკან მშენებარე ობიექტებს, რომლის შესახებ ინფორმაცია დღეს სამოქალაქო აქტივისტმა გაავრცელა. ლაშა ჯიოშვილი წერს, რომ აღნიშნული ტერიტორია ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ცოლზე იყო გაფორმებული, ამჟამად კი ამილახვრის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ის 236.06 კვ/მ -ს ფლობს. აქედან 97,54 კვ/მ - კომერციული ფართია.

რაც შეეხება კომპანიას, რომელმაც აღნიშნული ბინა ააშენა, შპს ,,ემ ეს ჯის“ 100% - იანი წლის მესაკუთრე გორის მაჟორიტარი დეპუტატის შვილი, ოფელია მაკრახიძეა. შესაბამისი დოკუმენტაცია საჯარო რეესტრში მიმდინარე წლის იანვარშია განახლებული.    

დეპუტატის შვილის სახელზე კიდევ სამი კომპანია ფიქსირდება - შპს ,,იბოლია“-ში მას 15% აქვს, შპს ,,მათა“-ში - 50%, შპს ,,იონი“-ში კი 65 პროცენტიან წილს ფლობს.

Read 1607 times Last modified on ორშაბათი, 16 ივლისი 2018 17:08