დევნილებისთვის 1 798 ბინა შენდება

ივლისი 16 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"ნგრევადი ობიექტებიდან დევნილთა განსახლების პროცესი გრძელდება და უახლოეს მომავალში იძულებით გადაადგილებულ პირებს საცხოვრებელ პირობებთან დაკავშირებული პრობლემები აღარ ექნებათ", - ეს ინფორმაცია დევნილთა სამინისტრომ სხვა უწყებასთან გაერთიანებამდე გაავრცელა.

ჩამონათვალში გორიც მოხვდა, სადაც ამ დრომდე სასტუმრო ქართლის, ე.წ. ტურბაზის დასახლებისა და ნარკოლოგიური ცენტრის შენობაში ადგილნაცვალი პირები რთულ ვითარებაში ცხოვრობენ.

მთელი ქვეყნის მასშტაბით, დევნილთა ბაზაში, 273 411 პირია რეგისტრირებული, რაც 88 704 ოჯახს შეადგენს. დღეის მდგომარეობით, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილია 38 670 დევნილი ოჯახი.

2013 წლიდან დღემდე, საცხოვრებელი ფართით 12 001 ოჯახი დაკმაყოფილდა, რაც ჯამში, ბინით უზრუნველყოფილი ოჯახების 31%-ს შეადგენს. ამჟამად, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დევნილებისთვის 1 798 ბინის მშენებლობა მიმდინარეობს.

რაც შეეხება დევნილთა საცხოვრებელ პირობებს, სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე 100 ამორტიზებული ობიექტი დაიხურა და იქ მცხოვრები 1 366 ოჯახი ახალ საცხოვრისში იქნა გადაყვანილი. ამჟამად, ექსპერტიზის მიერ სხვადასხვა დაზიანებით 110 ობიექტია შეფასებული, სადაც 2 133 ოჯახი ცხოვრობს. სამინისტროს აქვს ვალდებულება ამგვარი ობიექტებიდან წელიწადში 350 ოჯახის განსახლება განახორციელოს.

Read 953 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი