Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 13 ივლისი 2018 18:43

გორში ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასს ჩამოიტანენ

Rate this item
(0 votes)

16 ივლისს გორში ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასს ჩამოიტანენ.

ღონისძიება 18:00 საათზე გორის კულტურისა და დასვენების პარკ "ახალბაღში" დაიწყება. 

გორის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება მოიცავს სახალისო ვიქტორინას, ქართული ჭადრაკისადმი მიძღვნილ გამოფენას და ერთობლივი თამაშის სეანსებს.

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონ ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი ბათუმის 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ერთ-ერთი მთავარი ჯილდოა და ის საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მოგზაურობს. 

ინფორმაციისთვის, საჭადრაკო ტურნირი „ნონას თასი“ 23 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით ქალაქ ბათუმში გაიმართება. აღნიშნული ტურნირი ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ (FIDE) 1997 წელს დააწესა. 1998 წლის ოლიმპიადიდან დაწყებული თასი იმ ქვეყანას გადაეცემა, რომლის მამაკაცთა და ქალთა ნაკრები გუნდები ოლიმპიადაზე ჯამში ყველაზე მეტ ქულას დააგროვებენ.

Read 1163 times Last modified on პარასკევი, 13 ივლისი 2018 18:48