კასკადური შადრევანი შუადღემდე გამორთული იყო

ივლისი 13 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სოციალურ ქსელში კასკადური შადრევნის საკითხი გორში, საზოგადოების ნაწილისთვის განხილვის თემად იქცა.

რადიო “მოზაიკამ“ რამდენიმე წუთის წინ, ადგილზე დააფიქსირა, რომ ის გამორთულია. გორის მერიაში კი ირწმუნებიან, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა და შადრევანი მუშაობს. 

უფრო კონკრეტულად, 28 ივნისს მერიიდან გამოგზავნილი წერილის თანახმად, კასკადური შადრევანი ივლისის პირველი კვირის პირველ დღეებში ჩაირთვებოდა. 5 ივლისს კი მერიის პრესსამსახურმა მილის გამოცვლის საჭიროებაზე გაავრცელა ინფორმაცია და კასკადური შადრევნის ამუშავება ერთ კვირაში დაანონსა

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის წერილის თანახმად, შადრევანი ჯერ 5 ივლისამდე უნდა ჩართულიყო, პრესსამსახურის პროგნოზით, კი 12 ივლისს. ამჯერად კი მერიაში ირწმუნებიან, რომ შადრევანი 10 ივლისს ამუშავდა. “მოზაიკას“ სტალინის სკვერში მყოფმა კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა განუმარტეს, რომ შადრევანი გრაფიკით მუშაობს. 

კასკადური შადრევნის რეაბილიტაციისთვის 2017 წლის ბიუჯეტიდან 55732 ლარი გამოიყო, თუმცა სამუშაოების სამუშაოების შესრულება, მხოლოდ წელს გახდა შესაძლებელი.

Read 768 times Last modified on Last modified on ივლისი 13 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი