მერიის იურისტი: ოპტიმიზაციის შედეგად, ადმინისტრაციული და საკადრო რესურსი 30%-ით შემცირდება

იანვარი 10 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ა(ა)იპ-ების ოპტიმიზაციის შედეგად, ადმინისტრაციული და საკადრო რესურსი 30 პროცენტით შემცირდება, - ეს ინფორმაცია რადიო ,,მოზაიკას“ გორის მუნიციპალიტეტის მერიის იურისტმა მიაწოდა. გიორგი ბატონისაშვილის განმარტებით, ორგანიზაციების შერწყმა-გაერთიანება დაზოგავს და გამოათავისუფლებს საბიუჯეტო თანხებს. ახალი გაერთიანებების ხელმძღვანელ პირებს კი მერი ნიშნავს და როგორც ბატონისაშვილი განმარტავს, შერჩევის მთავარი კრიტერიუმი კადრის კომპეტენტურობაა. 

"მიზანი არის არა გამსხვილება, არამედ ოპტიმიზაცია, ანუ შემცირება არსებული ადმინისტრაციული რესურსისა. თუ მაგალითად, ცალ-ცალკე არსებობდა ხუთი აიპი და ცალ-ცალკე ახორციელებდნენ მათი ფუნქციების ადმინისტრირებას, ამ შემთხვევაში შეიქმნება ერთი აიპი ამ ხუთიდან, რაც თავისთავად შემაცირებს ადმინისტრაციულ რესურსს. შემცირდება ასევე საკადრო რესურსი, დაახლოებით 30 პროცენტით. ეს მოგვცემს საშუალებას, გამოთავისუფლდეს გარკვეული თანხები და მიიმართოს სხვა კუთხით". 

"ა(ა)იპ-ების გაერთიანებით თანხების დაზოგვის პროგნოზი საფუძველს მოკლებულია და რეალურ სურათს ვერ ასახავს", - აცხადებს ფინანსისტი თამარ ედიშერაშვილი. რადიო "მოზაიკასთან" საუბრისას, ედიშერაშვილი მერიას მოუწოდებს, საჯარო გახადოს ფინანსური გეგმა, რომელიც ოპტიმიზაციის გამართლების გარანტი იქნება. ედიშერაშვილი ირწმუნება, რომ არაერთი მცდელობის მიუხედავად, მერიისგან მსგავსი დოკუმენტი ამ დრომდე ვერ მიიღო.

"ყველაფერი ითვლება წინასწარ. კერძო სექტორშიც კი. და საბიუჯეტო სექტორში, - მითუმეტეს, რომ ჯერ გადაიხადო გადასახადი და მერე იკითხო სად წავიდა, ეს არის უკვე სამართლებრივად დანაშაული. ეს ყველაფერი არის წინასწარ გათვლადი და ზომვადი. ამიტომ რაიმე რეორგანიზაცია, რაიმე რეფორმის დაანონსება ისე, რომ არ დაიდოს ფინანსური შედეგი, არ დაიდოს მისი ეფექტიანობის ანალიზი და კანონთან შესაბამისობის ანალიზი, არ შეიძლება. ელემენტარულად კანონთან შეუსაბამობაა", აცხადებს ედიშერაშვილი. 

 

 

 

 

 

Read 1473 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი