Print this page

გორის მერია სასმელს, თამბაქოს და მონათესავე პროდუქტებს შეიძენს

ივლისი 13 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შემუშავებული სახელმწიფო შესყიდვების გეგმის ერთ-ერთი დანაყოფის, "სასმელი, თამბაქო და მონათესავე პროდუქტები" მიხედვით, მერია დაახლოებით 8 ათასი ლარის ღირებულების პროდუქციას შეიძენს.

სახელმწიფო შესყიდვების გეგმა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განიხილეს.

შესყიდვები ორ ეტაპად განხორციელდება. თავდაპირველად, 3 000 ლარის ღირებულების, ხოლო შემდეგ 3 900 ლარის ღირებულების პროდუქციას შეიძენენ. 

ორივე შემთხვევაში პროდუქციას გამარტივებული შესყიდვის სახით შეიძენენ და ტენდერი არ ჩატარდება. 

 

 

 

Read 1277 times Last modified on Last modified on ივლისი 13 2018